G7 ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას მხარს უჭერს

დიდი შვიდეული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს.

„ბიბისი“ ინფორმაციით, G7-ის წარმომადგენლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ პაუზებს და დერეფნების შექმნას.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, „ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა ხელი შევუწყოთ სასწრაფო დახმარებას და მშვიდობიანი მოქალაქეების გადაადგილებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც „ბიბისი“ წერს, განცხადებაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება არ ყოფილა.