გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ დამსახურებით, რაც საქართველოს გააჩნია – ეს უნდა დაინახოს ევროკომისიამ

ბოლო წუთამდე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, რათა შეიქმნას ვითარება, როდესაც სტატუსის არ მიღების გამო დაირაზმება ხალხი და დესტაბილიზაციის სტრატეგიული გეგმა განვითარდება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა უკვე დიდი ხანია ჯიბით ატარებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ დამსახურებით, რაც საქართველოს გააჩნია. ეს უნდა დაინახოს ევროკომისიამ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება დღეს გამოქვეყნდება.