ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ ირლანდიის ხელისუფლება არ აპირებს ისრაელის ელჩის დანა ერლიხის გაძევებას. ამის შესახებ BreakingNews.ie იტყობინება.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციური პოლიტიკოსების, განსაკუთრებით ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიის Sinn Fein-ის მოწოდებები ისრაელის ელჩის გაძევების შესახებ, საღ მიდგომებს არ შეესაბამება.
„მთავრობა არ აპირებს ისრაელის ელჩის გაძევებას და ამას აქვს ძალიან მკაფიო მიზეზი. ომში მყოფ ქვეყნებსაც კი ჰყავთ ელჩები. ჩვენ არ გაგვიძევებია რუსეთის ელჩიც“, – აღნიშნა პრემიერმა.
გასულ კვირას სამხრეთ კორეაში მოგზაურობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას ვარადკარმა თქვა, რომ ის, რაც ღაზაში ხდება, არ იყო მხოლოდ თავდაცვა ისრაელის მხრიდან, არამედ ეს იყო „შურისძიების მსგავსი რაღაც.“