რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები არის სტრატეგიული ურთიერთქმედების მაგალითი, რაც ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული.
შოიგუს თქმით, რუსეთი ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან სამხედრო ბლოკს არ ქმნის.
„ჩვენ, ზოგიერთი აგრესიული დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, არ ვქმნით სამხედრო ბლოკს. რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული სტრატეგიული ურთიერთქმედების მაგალითია“, – თქვა შოიგუმ.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბოლო ათ დღეში უკვე მეორედ შეხვდა ჩინელ სამხედრო მაღალჩინოსანს.