გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის დროს ომის დანაშაულებები ჩაიდინა როგორც „ჰამასმა“, ისე ისრაელმაც

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის დროს ომის დანაშაულებები ჩაიდინა როგორც „ჰამასმა“, ისე ისრაელმაც.

ამის შესახებ ვოლკერ ტურკმა, ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სისასტიკე, რომელიც პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 7 ოქტომბერს ჩაიდინეს, ამაზრზენია და ომის დანაშაულს წარმოადგენს, ისევე, როგორ მძევლების დაკავება. ისრაელის მიერ პალესტინელი მოქალაქეების კოლექტიური დასჯა ასევე წარმოადგენს ომის დანაშაულს, ისევე, როგორც მოქალაქეების იძულების წესით ევაკუაცია“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.