გაერო-ს წარმომადგენელი – ღაზაში კონფლიქტი არის ტყის ხანძარი, რომელიც, შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს

ღაზაში კონფლიქტი არის ტყის ხანძარი, რომელიც შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს, – ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა პარიზში კონფერენციაზე განაცხადა, სადაც ღაზის ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე მსჯელობენ.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ცალმხრივი წინადადების ნაწილი, რათა ღაზაში ასობით ათასი სასოწარკვეთილი მშვიდობიანი მოქალაქე ე.წ. უსაფრთხო ზონებში გადაიყვანოს“, – განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.

გრიფიტსმა დასძინა, რომ ბევრი მსჯელობა იყო ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობაზე და ის არ უარყოფს პაუზის მნიშვნელობას. თუმცა, გაერო-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს არ არის იგივე, რაც ცეცხლის შეწყვეტა.

80-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია პარიზში შეიკრიბა, რათა კოორდინაცია გაუწიონ დახმარების მიწოდებას და შეაფასონ, როგორ უნდა დაეხმარონ დაჭრილებს.