ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ „ღაზაში“ ჰამასის 130 გვირაბი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზაზე სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ „ჰამასის“ 130 გვირაბი გაანადგურეს.

„გვირაბებში აღმოჩენილი წყალი მიუთითებს „ჰამასის“ მზადყოფნაზე ხანგრძლივი ყოფნისთვის მიწისქვეშეთში“, – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

ისრაელმა ღაზაზე შეტევა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ დაიწყო, რა დროსაც ისრაელში 1400 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

IDF-მა ასევე დაადასტურა კიდევ ერთი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. სახმელეთო ოპერაციის შეტევის დროს დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმების დაწყების შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 10,569-მდე გაიზარდა.