ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა სირიაში ირანის ძალებს დაარტყა

შეერთებულმა შტატებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა სირიაში სამხედრო ობიექტზე, რომელსაც იყენებდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) და მასთან დაკავშირებული სხვა ჯგუფები, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში წერია, დარტყმები განხორციელდა ორი ამერიკული F-15-ის ტიპის გამანადგურებლის მიერ და ეს იყო პასუხი აშშ-ის ძალებზე ბოლო თავდასხმებზე.

ოსტინმა, ასევე, განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ თავდასხმები უნდა შეწყდეს.

„თუ ირანის მარიონეტული ძალების თავდასხმები აშშ-ის ძალებზე გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.