სამხრეთ კორეაში რობოტმა ადამიანი მოკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რობოტმა ადამიანი ყუთისგან ვერ გაარჩია და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. კაცმა სახისა და გულმკერდის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო და კლინიკაში გარდაიცვალა.
ამავე ცნობით, როდესაც გეგმური შემოწმებისას რობოტთან ქარხნის თანამშრომელი მივიდა, რობოტმა ისიც ყუთად აღიქვა, დაიჭირა და კონვეიერზე დააგდო.
ქარხნის მფლობელმა კომპანიამ Donggoseong Export Agricultural Complex უსაფრთხო გარემოს შექმნაზე მზადყოფნა გამოთქვა.