ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის წესები, თუ არ სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ იზოლირებული აღმოჩნდეს. აღნიშნულის შესახებ მიშელმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მიშელი უარყოფს ინფორმაციას, რომ პალესტინელებისთვის ევროპული ჰუმანიტარული დახმარება ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული. „ეს დახმარება მიწოდებულია უპირობოდ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ის დანიშნულების ადგილამდე არ ჩასულა“, – აღნიშნა მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი განმარტავს, რომ კონფლიქტის მოგვარება ევროკავშირისთვის „აბსოლუტური პრიორიტეტია“ და მიშელი გასცემს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების თაობაზე მოწოდებას, რათა კომპრომისები მაგიდასთან იქნას წარმოდგენილი.