უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინას უზარმაზარი მიღწევები აქვს ყირიმის მიმართულებით.
„ამჟამად ყირიმის რაიონში დიდი წარმატებები გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვაქცევთ ყურადღებას იმას, რაც ეხება ხმელეთს, რაც ეხება რუსეთის ფედერაციის განადგურებას, მისი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერიტორიაზე და შავი ზღვის ფლოტის განადგურებას – ეს არის ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი მიღწევა“, – დასძენს დანილოვი.