გერმანიაში, ოფენბურგის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა

გერმანიაში, ოფენბურგის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, თავდამსხმელი  15 წლის მოზარდი იყო, რომელიც საკლასო ოთახში დასვენების დროს შევიდა, შიგნით მყოფ თანაკლასელს მიუახლოვდა და მისი მიმართულებით სროლა დაიწყო.

პოლიციამ თავდამსხმელი ფართომასშტაბიანი ოპერაციის დროს დააკავა. მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სროლის დროს სკოლაში 180 მოსწავლე იმყოფებოდა.