მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმა რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, საქართველოს წარმატებებს უსურვებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება. საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას ამ გზაზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.