ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადავა

ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდება იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

„მთავრობაზე განხილულ იქნა საკითხი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან ახალგაზრდობის სააგენტოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადმოტანის თაობაზე. შედეგად, კანონპროქტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან უკვე ჩვენთან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდება იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.