ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე ომის დასრულების შემდეგ ღაზას სექტორში პალესტინის ხელისუფლების დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ამას ეწინააღმდეგება.
„არა, რაღაც სხვა უნდა მოხდეს. არ შეიძლება ავტორიტეტი იყოს ადამიანი{პალესტინის პრეზიდენტ}, რომელმაც 7 ოქტომბრის თავდასხმა არ დაგმო“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ღაზაზე კონტროლს შეინარჩუნებს და ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარ კომპრომისზე არ წავა.
ინფორმაციისთვის, 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს თავს მოულოდნელად დაესხა, რა დროსაც მოკლა 1400 მშვიდობიანი მოქალაქე და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა. ისრაელი „ჰამასის“ საპასუხოდ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას ატარებს და აცხადებს, რომ „ჰამასს“ ბოლომდე გაანადგურებს.