უკრაინამ შესაძლოა მალე მიიღოს Gepard-ის თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარების დიდი პარტია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა იორდანიისგან იყიდა, – ამის შესახებ უკრაინული მედია De Telegraaf-ზე დაყრდნობით წერს.
როგორც De Telegraaf წერს, Gepard იორდანიას ჰოლანდიამ ჯერ კიდევ 2013 წელს მიჰყიდა. გარიგება 21 მილიონი ევრო იყო. უკანასკნელი, მე-60 Gepard ნიდერლანდებმა 2016 წელს გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში გადასატანად აშშ იორდანიიდან საზენიტო-საარტილერიო დანადგარს გაცილებით დიდი თანხის ფასად შეისყიდის. შეერთებულმა შტატებმა საზენიტო დანადგარისთვის 110 მილიონი ევრო გადაიხადა.
მასალაში ხაზგასმულია, რომ უკრაინამ შესაძლოა მალე მიიღოს Gepard-ის პირველი დანადგარები.