ბრაზილიის პრეზიდენტი – „ჰამასმა“ თუ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, ისრაელი ასევე ჩადის ტერორისტულ აქტს, რადგან არ ითვალისწინებს, რომ ბავშვები და ქალები არ ომობენ

،،ჰამასმა“ თუ ჩაიდინა ტერორისტული აქტი და გააკეთა ის, რაც გააკეთა, ისრაელის სახელმწიფო ასევე ჩადის რამდენიმე ტერორისტულ აქტს, რადგან არ ითვალისწინებს, რომ ბავშვები და ქალები არ ომობენ, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.

„მე არასოდეს მინახავს ასეთი სასტიკი, არაადამიანური ძალადობა უდანაშაულო ადამიანების მიმართ“, – აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ბრაზილიის ებრაული თემის წარმომადგენლებმა დაგმეს ეს განცხადებები, როგორც „მცდარი“, „უსამართლო“, „საშიში“ და აღნიშნეს, რომ ეს „ისრაელსა და „ჰამასს“ ერთ დონეზე აყენებს“.

ბრაზილიის მთავრობამ ღაზის სექტორიდან ქვეყნის 32 მოქალაქე გამოიყვანა, რომლებიც უკვე ბრაზილიაში ჩავიდნენ.