ეს არც სამხედრო ოპერაციაა და არც მორიგი რაუნდი, არამედ ომი ბოლომდე, თუ „ჰამასს“ არ დავასრულებთ, ის დაბრუნდება – ნეთანიაჰუ

„ეს არც სამხედრო ოპერაციაა და არც მორიგი რაუნდი, არამედ ომი ბოლომდე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცებმა ეს იცოდეთ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, არამედ გულიდან და გონებიდან წამოსული სიტყვებია. თუ მათ [ჰამასს] არ დავასრულებთ, ის დაბრუნდება“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს.