უკრაინისთვის დაპირებული მილიონი საარტილერიო ჭურვი გაზაფხულისთვის ვერ იქნება მიწოდებული, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საარტილერიო ჭურვების წარმოება უნდა დაჩქარდეს.
„სწორი იქნებოდა კითხვა, იყო თუ არა ერთი მილიონი ოდესმე რეალური. იყო განცხადებები, ამბობდნენ, რომ ფრთხილად იყავით, ერთი მილიონი მარტივად ჩანს და ფულიც არის, მაგრამ წარმოებაც უნდა იყოს. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები ახდა. ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ ჩვენი ჩარჩო შეთანხმებებით და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თავდაცვის ინდუსტრიასთან. წარმოება უნდა გაიზარდოს და დაჩქარდეს. ეს არის დროის საჭიროება. მილიონი ვერ იქნება მიღწეული. თქვენ უნდა ივარაუდოთ ეს“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.