ღაზის სექტორში, საავადმყოფოების კომპლექს ალ-შიფასთან მიმდინარე ოპერაციას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს და იმედი გამოთქვა, რომ კლინიკების სიახლოვეს მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ფრთხილი იქნება.
„მე არ ვერიდები გამოვთქვა შეშფოთება ღაზაში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ და ველოდები, რომ საავადმყოფოების შემთხვევაში, სამხედრო აქტივობა შედარებით ფრთხილი იქნება. სისტემატური კონტაქტი გვაქვს ისრაელთან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჰუმანიტარული პაუზისთვის პირობები შევქმნათ, რათა მძევლების გათავისუფლებაზე ვიზრუნოთ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები კატართან ერთად ტარდება. ამ მიმართულებით, გარკვეული იმედი გვაქვს. უნდა ითქვას, რომ საავადმყოფოებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება“, -აღნიშნა ბაიდენმა.