„სააგენტო Reuters-ის მიერ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკომისიამ შეთანხმებები გააფორმა Pfizer-თან და სხვადასხვა ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიასთან, რათა მათ უზრუნველყონ ყოველწლიურად 325 მილიონამდე ვაქცინის წარმოება ჯანდაცვის სფეროში მოსალოდნელი მომავალი გლობალური კრიზისებისთვის! შეთანხმების თანახმად, კომპანიებს მზადყოფნაში უნდა ჰქონდეთ თავიანთი ობიექტები, უნდა აკონტროლონ მიწოდების ჯაჭვები და აღმოცენებული კრიზისის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ ოპერატიულად შექმნან ვაქცინების სათანადო მარაგები.როგორც ანალიტიკოსები ხუმრობენ, მთავარია, ტესტები და ვაქცინები იყოს მზადყოფნაში, პანდემია კი, უმალ „გამოიძებნება,“ რა წუთშიც ჩათვლიან საჭიროდ. სრული ჭეშმარიტებაა, თუმცა, სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე!“ – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ექიმმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, პროფესორმა თინათინ გოცაძემ:
- ევროკომისიის „მზურნველი გეგმის“ წყალობით შესაძლოა პლანეტაზე განმეორდეს ე.წ. „ვაქცინირებულთა აპარტეიდი“, რაც კაცობრიობამ ერთხელ უკვე იგემა COVID-19 კრიზისის დროს. ევროკომისიამ Pfizer-ის ქარხნები ირლანდიასა და ბელგიაში შეარჩია mRNA ვაქცინების წარმოებისათვის; ესპანური ფირმები Reig Jofre დაLaboratorios Hipra SA -ცილაზე დაფუძნებული ვაქცინების, ხოლო ჰოლანდიური კომპანია Bilthoven Biologicals B.V. – ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინების წარმოებისთვის. მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია მისცა მთავრობებსა და მწარმოებლებს, დაარეზერვონ ნებისმიერი ტესტისა თუ ვაქცინის 20%-ი ღარიბ ქვეყნებში გასავრცელებლად, რათა თავიდან აიცილონ „კატასტროფული მარცხის“ განმეორება, რომელიც COVID-19 პანდემიას ახლდა. ეს წინადადება არის პანდემიის შესახებ გლობალური შეთანხმების პროექტის ნაწილი, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჯანმო თადარიგს იჭერს, რათა არავინ დარჩეს ვაქცინის გარეშე, ის ხომ განსაკუთრებულად „ზრუნავს“ ღარიბ-ღატაკ ქვეყნებზე, ამაში საქართველოც დარწმუნდა, კოვიდპანდემიის დროს მიღებული შხამებით.
-რომელ შხამებს გულისხმობთ?
– უპირველესად, AstraZeneca-ს ვაქცინას, რომელიც სხვა ვაქცინებზე უწინ შემოიტანეს საქართველოში, თორემ, პრინციპში, შხამების ფართო არჩევანი გვქონდა. „შხამი და ნაგავი“ ასტრაზენეკას თავად უცხოელმა ექსპერტებმა და ჯანმოს სპეციალისტებმა უწოდეს.
გავიხსენოთ, როდესაც ჯანმომ AstraZeneca-ს ვაქცინას ექსტრემალური გამოყენებისათვის მწვანე შუქი აუნთო, მრავალმა ქვეყანამ მალევე უარი განაცხადა მის გამოყენებაზე, არაეფექტურობისა და მძიმე გვერდითი მოვლენების გამო! ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი და ბევრი სხვა – გააჩნიათ საკუთარი მარეგულირებელი ორგანოები და პროცედურები, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში გასცემენ ხოლმე, ვაქცინებისა და სამკურნალო პრეპარატების გამოყენების ნებართვას. თუმცა, არსებობენ ღარიბი ქვეყნებიც, რომელთაც საჭირო ნორმატიული ბაზა არ გააჩნიათ და ისინი ბრმად ეყრდნობიან ჯანმოს გადაწყვეტილებებს, უხეშად რომ ვთქვათ, მორჩილად ყლაპავენ ყველაფერს, რასაც ჯანმო ხახაში ჩრის.
თავის დროზე, სწორედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა AstraZeneca-ს ვაქცინის ორი ვერსია: პირველი – კორეის ნაწარმი AstraZeneca-SKBio და, მეორე – გამოშვებული ინდოეთის შრატის ინსტიტუტის მიერ, რომელმაც გზა გაუხსნა ბილგეითსის პროექტს. პროექტი COVAX-პროგრამის ფარგლებში გულისხმობდა 2021 წლის პირველ ნახევარში AstraZeneca-ს 300 მილიონი დოზის გავრცელებას 145 ქვეყანაში! შეგახსენებთ, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან საქართველოშიც პირველად ასტრაზენეკა შემოიტანეს – 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. მთლიანობაში ქვეყანამ კოვაქსის პლატფორმიდან შეისყიდა 129 000 დოზა. უბედურება ის არის, რომ, ვიდრე COVAX-პროგრამა წინ მიიწევდა, სხვა ქვეყნები, ასე ვთქვათ, „აპაუზებდნენ“ AstraZeneca-ს გამოყენებას, საშინელი გვერდითი მოვლენებისა და უეფექტობის გამო. ამაზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. მაგალითად, Fierce Pharma იუწყებოდა, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (FDA) შესაძლოა ეს ვაქცინა არც დაამტკიცოს, წინააღმდეგობრივი საწარმოო პრობლემების გამო და იმ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინის ეფექტურობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის Covid-შემთხვევების დროს მხოლოდ 21,9 %-ია, ბევრად დაბალი 50 %-იან ზღურბლთან შედარებით, რომელიც აუცილებელია ვაქცინის დასამტკიცებლად.
Wall Street Journal-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკამ ინდოეთს დაუბრუნა 1 მილიონი დოზა იმის გამო, რომ ვაქცინა პრაქტიკულად უეფექტო აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ. Oxford/AstraZeneca-ს პრეპარატით ტესტ-ვაქცინაციის პროცესის შეწყვეტიდან ერთ კვირაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის (ქვეყანა 55 მილიონი მაცხოვრებლით) მთავრობამ თხოვნით მიმართა ინდოეთის შრატის ინსტიტუტს, უკან წაეღო თებერვლის დასაწყისში მიწოდებული ვაქცინის 1 მილიონი დოზა.
ამის თაობაზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა გაზეთში The Economic Tames. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ეს თხოვნა ეფუძნება ვაქცინის გამოცდის შედეგებს; რომ ვაქცინა უეფექტოა კორონავირუსის ადგილობრივი მუტაციური ვარიანტის წინაააღმდეგ, რაც დასტურდება ვიტვატერსრანდის უნივერისტეტში ჩატარებული კვლევებით.
მიუხედავად ამისა, ჯანმო მაინც მოუწოდებდა ქვეყნებს, აცრებისთვის ეს პრეპარატიც გამოეყენებინათ დამოუკიდებლად იმისა, რომელი შტამი იყო მათ რეგიონში უფრო მეტად გავრცელებული და იმის მიუხედავადაც, რომ AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინა მსუბუქი და საშუალო ფორმის დაავადებების პრევენციასაც ვერ უზრუნველყოფდა! ჯანმოს ექსპერტები და სპეციალისტები ჯიუტად გაიძახოდნენ – „ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არაეფექტურია და ნაგვის ყუთში უნდა გადავისროლოთ, მძიმე გართულებებსა და სიკვდილს მაინც აარიდებს აცრილებსო!“
- არადა, პირიქით მოხდა. საშინელ გართულებებსა და სიკვდილიანობას უკავშირებდნენ ასტრაზენეკას.
- ამაშია სწორედ საქმე, რომ ეს ნაგავი ნაგვის ყუთში მოსასროლადაც დაენანათ, რადგან იცოდნენ, ღარიბ ქვეყნებში მაინც გაასაღებდნენ! როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ნაგავი იყო უეფექტობის გამო, ხოლო შხამი იმ ვერაგი გართულებების გამო, რომელიც გამოიწვია.
AstraZeneca-ს ვაქცინა ყველაზე იაფი პრეპარატია არსებულ ვაქცინებს შორის, ასევე, სხვა ვაქცინებთან შედარებით ბევრად მარტივია მისი ტრანსპორტირება და შენახვა. სწორედ ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, მას წამყვანი როლი უნდა ეთამაშა მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში ეპიდემიასთან ბრძოლაში, თუმცა, ექსპერტები იმასაც შიშობდნენ, რომ თუ ეს ვაქცინა არასაკმარის ეფექტურობას გამოავლენდა აფრიკული და სხვა მუტაციების წინააღმდეგ, დიდ განხეთქილებას გამოიწვევდა მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის.
გავიხსენოთ ისიც, რომ სამკურნალო საშუალებათა ევროპულმა სააგენტომ დაუშვა AstraZeneca-ს ვაქცინა 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის, თუმცა, გერმანიამ უარი განაცხადა ამ ვაქცინით 65 წელს გადაცილებული თავისი მოქალაქეების აცრაზე, რადგან მისი ეფექტურობა არასაკმარისად მიიჩნია. ასევე, BBC-მონაცემებით საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 65 წელს გადაცილებულებთან ვაქცინის ეფექტურობაზე მეტად მწირი მონაცემებია და ის მის გამოყენებას არ აპირებს. ანალოგიური რეკომენდაციები გასცეს ავსტრიამ, ბელგიამ, პოლონეთმა და შვეიცარიამ.
CNN–ის ანგარიშით, კვლევაში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეების მცირე ჯგუფმა. ამასთან კვლევა არ ჩატარებულა სხვა, შედარებით მძიმე ფორმით დაავადებულ და თანხმლები პათოლოგიების მქონე კონტიგენტთან, ამიტომაც ექსპერტები ვერ ასაბუთებენ ეფექტურია თუ არა ეს პრეპარატი საზოგადოდ.
ეს იმის დასტურად, რომ ასტრაზენეკა თავიდანვე გამოუკვლეველი პრეპარატი და ნაგავი იყო.
- AstraZeneca-მ სათანადო შედეგი რომ ვერ გამოიწვია, ალბათ „ნაგავი“ ამიტომ უწოდეს, მაგრამ შხამად რატომღა მიიჩნევა?
- ახლა რამდენიმე ფაქტი იმის დასტურად, რატომ აღიარეს სპეციალიტებმა ის შხამად. პრეპარატის ეფექტურობას ვინღა დაეძებდა, როცა ადამიანები თრომბოზით იღუპებოდნენ! ავსტრიაში AstraZeneca-ს გამოყენებისთანავე აცრილ პირს მრავლობითი თრომბოზი დაუდასტურდა და ის პირველი დოზის მიღებიდან 10 დღეში გარდაიცვალა. კიდევ ერთი აცრილი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით ჰოსპიტალში მოათავსეს. მოგვიანებით, სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც გავრცელდა ინფორმაციები ვაქცინაციის მსგავს გართულებებზე. ამის საფუძველზე ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა AstraZeneca -ს პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი. ნორვეგიაში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად სიკვდილის კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა ნორვეგიის წამლის სააგენტომ.
The Wall Street Journal-ის მონაცემებით, „გერმანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაარკვიეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინას შეუძლია ორგანიზმში აუტოიმუნური რეაქციების პროვოცირება, ეს მექანიზმები კი, თავის მხრივ, განაპირობებს ტვინში სისხლის შედედებას. გერმანელი და ნორვეგიელი მკვლევარების აზრით, თავის ტვინში (AstraZeneca-სვაქცინით გამოწვეული) სისხლის შედედების რამდენიმე შემთხვევის უკან დგას აუტოიმუნური რეაქცია. როგორც ცნობილია, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა ამ ვაქცინით მოსახლეობის აცრის პროცესი იმის გამო, რომ 30-ზე მეტ რეციპიენტს თავის ტვინის ვენური სინუსის თრომბოზი (CVST) განუვითარდა. დაზარალებულთა უმრავლესობას 55 წლამდე ასაკის ქალები შეადგენენ. თუმცა, როგორც ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელი მიიჩნევდა, ეს პრობლემა აცრილთა უმცირეს ნაწილს შეეხო და ვაქცინის სარგებელი მაინც აღემატება მის პოტენციურ რისკებს. აქედან გამომდინარე, მან რეკომენდაცია გაუწია ვაქცინაციის პროცესის განახლებას.“
ზოგიერთმა ქვეყანამ – გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ მართლაც განაახლეს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი, ოღონდ დამატებითი გაფრთხილებით, რომ აცრა შესაძლოა სისხლის შედედებასთან იყოს კავშირში. საქართველოში მსგავსი გაფრთხილება ვინმეს მოუსმენია? ვინმეს მიუწოდებია ინფორმაცია აცრის მსურველთათვის ან გამოუკვლევია ადამიანები მოსალოდნელი საფრთხეების ასარიდებლად?
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული თრომბოზის (CVST) სამი შემთხვევა დააფიქსირა, მთავრობას ურჩია AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წელს გადაცილებულები აეცრათ.
უკვე გითხარით, რომ თავდაპირველად 60 წელს გადაცილებულებს არ ცრიდნენ AstraZeneca-თი, ამ ასაკობრივ კონტინგენტთან არარსებული მონაცემების გამო, შედარებით ახალგაზრდა პირებთან თრომბოზების გამოვლენის შემდეგ კი პირიქით, ასაკოვნების აცრა დაიწყეს, ნაგავში ხომ არ გადაყრიდნენ ვაქცინას. ხვდებით, რა ექსპერიმენტები უტარეს ხალხს? პრეპარატი, რომელიც საერთოდ არ იყო შესწავლილი, ხან ვის უკეთეს და ხან ვის!
გრაიფსვალდის საუნივერსიტეტო კლინიკის დოქტორი ანდრეას გრაინახერი აღნიშნავდა, რომ „დასახელებული გართულება შეიძლება ადამიანთა მცირე პროცენტს განუვითარდეს. მთავარია, ახლა ჩვენ ვიცით მიზეზი და ის, თუ როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს!“ – ანუ ექსპერიმენტის კვალად გაარკვიეს, რომ სიკვდილის მიზეზი თრომბოზია და მიხვდნენ როგორ უმკურნალონ ხალხს. გესმით, როგორ, საცდელ ბოცვრებად გამოიყენეს ადამიანები?!
სააგენტო Reuters-ი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის ორგანო “რეზისტენტობას” განიცდის AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ, იმის გამო, რომ კლინიკის პერსონალს და რიგით თანამშრომლებს არასასურველი რეაქციები განუვითარდათ აცრის შემდეგ.
- ასეა თუ ისე, გვერდითი მოვლენების შესახებ მაინც ხომ აფრთხილებდნენ მოსახლეობას, AstraZeneca-ს წარმომადგენლები?
- მიუხედავად AstraZeneca-ს წარმომადგენლის განცხადებისა – გვერდითი მოვლენები მოსალოდნელიაო, საფრანგეთში, გერმანიასა და შვედეთში უფრო მეტი გვერდითი (უარყოფითი) მოვლენა განიცადეს ამ ვაქცინისგან, ვიდრე მოელოდნენ. თავდაპირველად შვედეთის ორმა რეგიონმა დროებით შეყვიტა ვაქცინაცია. ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც 400 ვაქცინირებულიდან 100-მა პირმა განიცადა ისეთი მძიმე გვერდითი მოვლენები, რომელთა გამოც მუშაობა ვეღარ შეძლო. შვედეთის ერთ-ერთ სხვა რეგიონში კი საყურადღებო უარყოფითი ეფექტები მიიღეს 500-მდე პირის აცრის შემდეგ. შვედეთმა საბოლოოდ უკუაგდო ასტრაზენეკა. – „მგონია უფრო მეტი გვერდითი ეფექტი მივიღეთ, ვიდრე ველოდით!“ – განაცხადა SVT News-თან ინტერვიუში ჩრდილოეთის რეგიონში AstraZeneca-ს სამედიცინო დირექტორმა – ანდრეას ჰედინიმ.
და ეს მაშინ, როცა უამრავი ადამიანი იმსხვერპლეს. ამ დროს, ჯერ კიდევ 2020 წელს, AstraZeneca-ს გამოცდა-გამოკვლევის პერიოდში, ბევრი გვერდითი მოვლენის შესახებ ცხადდებოდა, მათ შორის ზურგის ტვინის დაზიანებაზე, მიელიტზე, მწვავე ნეიროენცეფალოპათიაზე და ლეტალურ შემთხვევებზეც კი.
ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ პრეპარატის მიერ გამოწვეული საშიში გართულებების ფონზე მოხდა მისი ე.წ. რებრენდინგი. ხალხის დასაბნევად, 2021 წლის 25 მარტს AstraZeneca -ს სახელი გადაარქვეს – Vaxzevria დაარქვეს.
მიუხედავად ყველა ამ ინფორმაციისა, რომელიც მაშინ უკვე ვრცელდებოდა და რომელსაც ჩვენც ვასაჯაროვებდით საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებს გენერალიზებული თრომბოზებისა და სიკვდილიანობის საშინელი სტატისტიკის გამო შეჩერებული ჰქონდათ ასტრაზენეკას გამოყენება, საქართველოში იყოჩაღეს და მაინც შემოიტანეს ეს შხამი, აქაც შეიწირეს საბრალო ექთანი, ახალციხელი მეგი ბაქრაძე და, დააზარალეს უამრავი ადამიანი.
– მაგრამ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზად დღემდე ხომ, ანაფილაქსიური შოკი მიიჩნევა?
-აბა ხომ არ აღიარებენ თავის დანაშაულს – თრომბოზის გამომწვევი შხამი შემოვიტანეთ ქვეყანაში, ნაგავი ვუშხაპუნეთ საკუთარ ხალხს 3 მილიონიან ქვეყანაში, როცა 55 მილიონიანმა სამხრეთ აფრიკამ უკან დაუბრუნა ინდოეთს და, ევროპის 17 ქვეყანას შეჩერებული ჰქონდა მისი გამოყენებაო?! მთელ მსოფლიოში აღიარეს ასტრაზენეკასთან თრომბოზების კავშირი და ამ მიზეზით ადამიანთა გარდაცვალება, მარტო საქართველოა გამონაკლისი!
იქნებ ახლა მაინც მიხვდეს საზოგადოება, როგორ გაწირეს საკუთარი ხალხი ამ უნამუსოებმა, როგორ უსამართლოდ უშვებენ ციხეში უდანაშაულო მედპერსონალს ცრუ ჩვენების გამო, თითქოს ცრუ ჩვენებამ იმსხვერპლა საბრალო ექთანი და არა ვაქცინამ.
დღეს მთელს მსოფლიოში აღიარეს ვაქცინების გვერდითი მოვლენები და ზრუნავენ ვაქცინით დაზარალებულებზე, მხოლოდ საქართველოში არ აღიარებენ ამას და არც ფიქრობენ კომპენსაციების გაცემაზე.
– სხვა ქვეყნებში უკვე დაიწყეს კომპენსაციების გაცემა?
– AstraZeneca -თი მიღებული მასშტაბური ზარალის ფონზე ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ახარა ჯანმომ მსოფლიოს – ვაქცინით დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენო! The Guardian-ი 2022 წლის დასაწყისში იუწყებოდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადაიხდის კომპენსაციებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით გამოწვეული სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო. კომპენსაციის გეგმა ვრცელდება 92 ღარიბ ქვეყანაზე, რომელთაგანაც უმრავლესობას ქმნიან აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები. ჯანმომ უკვე გაწერა კომპენსაციის გეგმა. პროგრამის მოქმედება 2022 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.“
რად არ ვინტერესდებით, საქართველო შედიოდა თუ არა, ამ 92 ქვეყანაში? ტესტებისა და ვაქცინების „დათრევაში“ რომ ასწრებდნენ ერთმანეთს „ნაცები და ქოცები“, კომპენსაციების გაცემაში ვინ დაასწრებს ნეტავ? თუ უკვე „დაასწრეს“ და კარგადაც გადანაწილებულია მავანთა ჯიბეებში, ან იქნებ, ასტრაზენეკას დოზებივით დაიკარგა ეს თანხებიც? იქნებ ვაქცინაციის გეგმის „კატასტროფულად ჩავარდნის“ გამო არც ვართ კომპენსაციის ღირსი ქვეყანა? განსჯა და პასუხები მკითხველისთვის მიმინდვია!
ესაუბრა ზაზა დავითაია, “ასავალ-დასავალი”