უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ერთდროულად სამი მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლებას განიხილავს – უკრაინული მედია

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების სამი მეთაურის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ტეტიანა ოსტაშჩენკო, ტავრიის ჯარების ოპერატიული სტრატეგიული ჯგუფის მეთაური ალექსანდრე ტარნავსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური სერგი ნაევი შეიძლება თანამდებობიდან გაათავისუფლონ. შესაბამის წარდგინებას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმიეროვი ამზადებს.

როგორც ცნობილია, ოსტაშჩენკოს გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვდნენ სამხედროები და მოხალისეები, რომლებიც თავდაცვის ძალების სამედიცინო დახმარებაში იყვნენ ჩართული.

ტარნავსკის სავარაუდო გათავისუფლების მიზეზები, რომელიც უკრაინის კონტრშეტევის ერთ-ერთ მიმართულებას ხელმძღვანელობს, არ გავრცელებულა.

წყაროები, ასევე, არ აკონკრეტებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის სერგი ნაევის გადაყენების მიზეზებს.

გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე აცხადებს, რომ ამ მეთაურების გადადგომის საკითხი რამდენიმე თვეა განიხილება.