ამერიკული ინსტიტუტის: IRI-ის კვლევით, ინსტიტუციების რეიტინგში საპატრიარქოს კვლავ ქართული ჯარი უსწრებს

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების რეიტინგში ქართული ჯარი ლიდერობს.

მოწონების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა საპატრიარქო, ხოლო მესამეზე – პოლიცია.

კითხვაზე, როგორია თქვენი აზრი ჩამოთვლილ თითოეულ ინსტიტუტზე, გამოკითხულ ინტერვიუერთა პასუხები ამგვარად ნაწილდება:

? საქართველოს ჯარი პირველ ადგილზეა და მას დადებითად აფასებს 77% , უარყოფითად – 16%

? საქართველოს საპატრიარქო – დადებითად 71%, უარყოფითად 21%

? პოლიცია – დადებითად 67%, უარყოფითად 28%

? ადგილობრივი ხელისუფლება – დადებითად 61%, უარყოფითად 34%

? განათლების სისტემა – დადებითად 59%, უარყოფითად 36%

? ქართული მედია – დადებითად 58%, უარყოფითად 35%

? პრემიერ-მინისტრის ოფისი – დადებითად 49%, უარყოფითად 41%

? ცენტრალური საარჩევნო კომისია – დადებითად 41%, უარყოფითად 44%

? პრეზიდენტის ოფისი – დადებითად 41%, უარყოფითად 47%

? პროკურორის ოფისი – დადებითად 40%, უარყოფითად – 35%

? სასამართლოები – დადებითად 40%, უარყოფითად 44%

? ეროვნული ბანკი – დადებითად 39%, უარყოფითად 43%

? საქართველოს პარლამენტი –  დადებითად 38%, უარყოფითად 56%

? პოლიტიკური პარტიები – დადებითად 37%, უარყოფითად 52%

? სავაჭრო კავშირები – დადებითად 31%, უარყოფითად 27%