ჩინეთი მზად არის, იყოს აშშ-ის პარტნიორი და მეგობარი, – ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ და არც ცხელ ომს.
„მსოფლიოს სჭირდება ჩინეთმა და აშშ-მა, რომ ერთად იმუშაონ და არასწორია ჩინეთის საფრთხედ აღქმა. ჩინეთი არასოდეს დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არასოდეს ერევა აშშ-ის საშინაო საქმეებში და არ აპირებს აშშ-ის გამოწვევას ან შეცვლას. ჩინეთი მიესალმება თავდაჯერებულ, ღია, განვითარებად და აყვავებულ აშშ-ს. ანალოგიურად, აშშ-მა არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან. ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ ომს და არც ცხელ ომს“, – აცხადებს ჩინეთის ლიდერი.