ერდოღანი თვითონ ბომბავდა თურქეთის საზღვრებში მდებარე თურქულ სოფლებს, ჩვენ ვერ მივიღებთ მის ქადაგებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავად უჭერს მხარს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“.
ცნობისთვის, მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. მივმართავ ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი და იმუქრები ამით, თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა“.