ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი თანამშრომლობას აღრმავებენ

ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთის ფედერაციამ თანამშრომლობის გაფართოების შესახებ ფხენიანში ეკონომიკურ, მეცნიერულ და ტექნოლოგიურ ფორუმზე ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.

„შეთანხმებას ხელი მოეწერა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ სავაჭრო, ეკონომიკური, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის კომიტეტის მე-10 შეხვედრა გამართა“, – წერს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო.

შეხვედრა სექტემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ შეხვედრაზე განიხილეს „თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების საკითხები, ისეთ სფეროებში როგორიც არის ეკონომიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები“.

ამასთან, სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა.