რიო-დე-ჟანეიროში ტემპერატურის აბსოლუტური რეკორდი, 58,5°С დაფიქსირდა

ბრაზილიის უდიდეს ქალაქში, რიო-დე-ჟანეიროში ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა – თერმომეტრმა იქ 58,5°С აჩვენა. ამის შესახებ გამოცემა Folha de S.Paulo იუწყება.

ბრაზილიაში, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, ახლა გაზაფხულის დასასრულია. მეცნიერების თქმით, ტროპიკული ბრაზილიისთვის კლიმატის ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევია. იქ ტემპერატურა ზრდას განაგრძობს და საშუალოდ კიდევ 4°С-ით მოიმატებს.

მეტეოროლოგები ტემპერატურის ზრდას ატმოსფეროში ადამიანის მიერ სითბური აირების ამოფრქვევას უკავშირებენ. ასევე მდგომარეობას კლიმატური მოვლენა, ელ-ნინიო ართულებს, ეს არის წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის ტემპერატურის ზრდა ასევე გლობალური დათბობის შედეგად.