საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი! – „აკრძალულ რუსულ ნავთობს პენტაგონი იყენებს“ – The Washington Post

რუსულ ნავთობს, რომლის მოხმარებაზეც აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ სანქციებია დაწესებული, თურმე პენტაგონი იყენებს: ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს ნავთობის მიწოდებების ჯაჭვისადმი თვალის გადევნებით, – წერს ამერიკული “ვაშინგტონ პოსტი” (ვაშინგტონ პოსტი) სტატიაში სათაურით „აკრძალულ რუსულ ნავთობს პენტაგონი იყენებს” (ავტორები – ევან ჰალპერი, დალტონ ბენეტი და ჯონათან ო კონელი), რომელიც ქვეყნდება რუბრიკით “ექსკლუზივი”.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსული ნავთობპროდუქტები, რომლებზეც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის წევრი-ქვეყნების მიერ სანქციებია დადებული, პენტაგონს მიეწოდება. როგორც ჟურნალისტური გამოკვლევის შედეგად ირკვევა, ენერგოშემცველები მიწოდების ჯაჭვისადმი თვალის გაყოლების კვალობაზე, რუსეთში ნაყიდი ნავთობი, მფლობელის მრავალჯერადი გამოცვლის შემდეგ, მიეწოდება საბერძნეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, რომელიც, თავის მხრივ, საწვავით აშშ-ის შეიარაღებული ძალებს ამარაგებს.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ნავთობის შესყიდვა აკრძალეს, საბერძნეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანამ მოთორ ოილ ჰელასს-მა “სწრაფი ადაპტირება მოახდინა” – სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მან თავის კლიენტებს აცნობა, რომ რუსული აკრძალული ნავთობის ნაცვლად კომპანიამ ახალი ალერნატიული მიმწოდებელი წყაროები გამონახა.

თუმცა, როგორც მიწოდებების ჯაჭვის ღრმა კვლევამ აჩვენა, რუსული წარმოების ნავთობპროდუქტები ქარხანაში ისევ შედის: უბრალოდ, რუსეთში მოპოვებული ნედლელული ამჯერად ხელიდან ხელში გადადის, ხდება მისი რამდენჯერმე ყიდვა-გაყიდვა სხვადასხვა კომპანიების მიერ და “რუსული კვალი” გარეგნულად იკარგება. მაგალითად, მოთორ ოილ ჰელასს-ი ნავთობს იაფად ყიდულობს კომპანია ფოსილ თრეიდინგ ფზც-სგან, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებშია რეგისტრირებული. თავის მხრივ, ფოსილ თრეიდინგ ფზც “როსნეფტის” ნავთობს იღებს “მიმწოდებელთა მთლიანი ჯაჭვისაგან”, მიაქვს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ნავთობსაცავებში, სადაც სხვა ქვეყნებიდან შეზიდულ ნავთობში ურევს და შემდეგ საბერძნეთში გზავნის, მოთორ ოილ ჰელასს-ის ქარხანაში. იქ კი გადამუშავდება და მიღებული დიზელი და ბენზინი აშშ-ში იგზავნება.

პენტაგონის მიერ რუსული ნავთობის მოხმარების ფაქტი ადასტურებს სანქციების ნაკლებეფექტურობას და კონტროლის უუნარობას. არადა, რუსული ნავთობის მოხმარების აკრძალვის მიზანს კრემლისთვის სერიოზული ეკონომიკური დარტყმის მიყენება წარმოადგენდა. საბოლოო ჯამში, რუსული ეკონომიკა მდგრადი აღმოჩნდა სანქციების დაცვისაგან სწორედ ასეთი გადახვევისა და თავის არიდებით. ამ ზაფხულს რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვით სწრაფად გაიზარდა და აკრძალვამდე არსებული დონის მაქსიმუმს მიაღწია, რაც იმასაც ადასტურებს, რომ არ მოქმედებს დასავლეთის მიერ დადგენილი შემზღუდავი ფასებიც.

ასეთი მაჩვენებლები დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისათვის შემაშფოთებელია – სანქციების ეფექტურობა საეჭვოა, რაც თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს უკრაინის მდგომარეობაზე – რუსეთი შემოსავლებს იღებს და ფულს სამხედრო სფეროში ხარჯავს, ომი გრძელდება.

უფრო მეტიც – არანაირ როლს არ ასრულებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მუქარებიც: ანალიტიკოსების აზრით, პენტაგონმა მშვენივრად იცის, თუ საიდან მიდის აშშ-ში იაფი საწვავი და შესაბამისად, ამერიკული სამხედრო უწყება სანქციების დამრღვევად უნდა ჩაითვალოს. :ამერიკელ სამხედროებს არ სურთ საწვავის წარმოშობის ოფიციალური შემოწმება, რადგან მათ ყველაფერი ისედაც კარგად იციან”, – ამბობს ისააკ ლევი, ებროპული ენერგეტიკუი კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი.

წყარო: “კვირის პალიტრა”