ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს „დიქტატორი“ უწოდა.
ჩინელ კოლეგასთან გამართული სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, თვლის თუ არა ის, რომ სინ ძინპინი დიქტატორია, რაზედაც ჯო ბაიდენმა უპასუხა:
„არის. ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას“, – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ჩინეთის მთავრობა სრულიად განსხვავდება აშშ-ის მთავრობისგან.
ბაიდენი აცხადებს, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა ფენტანილის ნაკადის შეზღუდვაზე, სამხედრო კომუნიკაციის აღდგენასა და ხელოვნურ ინტელექტზე ერთობლივ მუშაობაზე.