სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი პირველად მოიხსენია ოლიგარქად. „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა „ლე მონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე – „როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციაზე, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ?“, პრეზიდენტი პასუხობს, რომ „ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე“.
ამავე ინტერვიუდან ირკვევა ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან თითქმის სამი წელია არ უსაუბრია.