ისრაელმა ღამით სამიზნეებს შეუტია სირიის დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს – ამის შესახებ CNN სირიის სახელმწიფო მედია Syrian Arab News Agency-ზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციის მიხედვით, ავიადარტყმები ადგილობრივი დროით ღამის 02:25 საათზე განხორციელდა გოლანის მაღლობებიდან.
გამოცემის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების დიდი ნაწილი გაანადგურეს. ინფორმაცია რაიმე სახის ზიანის ან მოსახლეობაში დაშავებულთა შესახებ, არ ვრცელდება.