საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის გადადგომისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, პრეზიდენტი ვერ არის კარგად და არაადეკვატურია.
„რა შევაფასოთ, ვერ არის კარგად. აცდენილია რეალობას, მავნებლობს და მავნებლობა უკვე გადაუვიდა შეურაცხყოფებში, რასაც აკეთებს. თქვენ თუ მოგეცათ შესაძლებლობა, იქნებ ჰკითხოთ ქალბატონ სალომეს – თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს და მის გუნდს რუსეთის ინტერესების გამტარებელს, მაშინ ჩვენი დასახელებული და არჩეულია პრეზიდენტად, ადგეს და გადადგეს, თუ ღირსება და ადეკვატურობა აქვს შენარჩუნებული, მაგრამ ვერა, სამწუხაროდ. ადეკვატურობასთან აქვს პრობლემა და-ძმას.
მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით პლაკატებზე გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის? არაადეკვატურია, უნამუსობასთან, ერთად, არაადეკვატურობა და მავნებლობა და ჩემი აზრით, თუ ოდნავ შერჩა ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს და რადიკალებს. მათი ინტერესების გამტარებელი გახდა, სამწუხაროდ“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის რუსი ოლიგარქი უწოდა.