„საუბარია ბავშვებზე, ქალებზე და მოხუცებზე, რომლებიც მოკლეს“, – თქვა ერდოღანმა ბერლინში კანცლერ შოლცთან შეხვედრამდე.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზას სექტორში „ყველაფერი მიწასთან გაასწორეს“.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
ინფორმაციისთვის, ერდოღანის კრიტიკას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უპასუხა და თქვა რომ „ისრაელი არ მიიღებს ტერორიზმის მხარდამჭერი ერდოღანის „ქადაგებას.“