ილონ მასკის მიერ ანტისემიტური პუბლიკაციის მხარდაჭერის გამო Apple-მა, Walt Disney-მა და IBM-მა X-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს

ილონ მასკის მიერ ანტისემიტური პუბლიკაციის მხარდაჭერის გამო Apple-მა, Walt Disney-მა და IBM-მა X-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი იტყობინება.

მოგვიანებით ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს Warner Bros.-მა, Discovery-მ, Paramount-მა, Sony Pictures-მა და Lionsgate-მა.

მედიის ინფორმაციით, Apple-ისა და Walt Disney-ის გადაწყვეტილება X-ში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ისინი რეკლამის ერთ-ერთი უმსხვილესი განმთავსებლები არიან.

 

თავის მხრივ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ დაბლოკავს X-ის ნებისმიერ მომხმარებელს ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის გენოციდისკენ საჯარო მოწოდებების გამო.

მანამდე მასკმა მოიწონა პუბლიკაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ებრაელების სათვისტომოები თეთრკანიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ.