იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აიმან საფადის განცხადებით, ისრაელი ახორციელებს აშკარა აგრესიას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
მისი თქმით, ისრაელი ღაზის სექტორის ალყაში მოქცევითა და საკვების, მედიკამენტებისა თუ საწვავის მიწოდების შეწყვეტით „ომის დანაშაულს“ ჩადის. როგორც აიმან საფადი აღნიშნავს, ეს ასევე აჩვენებს, რამდენად დაიძაბა ურთიერთობა ისრაელსა და იორდანიას შორის, რომელთაც სამშვიდობო შეთანხმება 1994 დადეს.
„ყველა ჩვენგანმა უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა და გარკვევით იმ კატასტროფის შესახებ, რომელიც ისრაელის ომს მოაქვს არა მხოლოდ ღაზაში, არამედ, ზოგადად, რეგიონში. ეს არ არის თავდაცვა და ეს არის აგრესია, რომლის მსხვერპლიც უდანაშაულო პალესტინელები არიან“, – აცხადებს საფადი.