ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ღაზა ევროკავშირის ადგილობრივი თანამშრომლების პირველმა ჯგუფმა დატოვა

ღაზა ევროკავშირის ადგილობრივი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების პირველმა ჯგუფმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალური ქსელში ავრცელებს.

ბორელის ინფორმაციით, ღაზა 19-მა ადამიანმა დატოვა.

„მადლობას ვუხდი პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს, სამეჰ შუკრის მხარდაჭერისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდა და მუდმივი ძალისხმევისთვის, რათა ევროკავშირის დარჩენილი ადგილობრივი პერსონალისა და მათი ოჯახების სწრაფი გადაყვანა მოხდეს“, – აღნიშნავს ბორელი