საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ომის შემდეგ ღაზის სექტორის მართვა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის ხელისუფლებას შეუძლია.
„ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს“, – აღნიშნა ბორელმა „მანამის დიალოგის“ კონფერენციაზე.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის სკეპტიკურად უყურებს ომის შემდეგ ღაზაში პალესტინის ხელისუფლების როლს.