ნეთანიაჰუს განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ ისრაელი არ გეგმავს ჯარისკაცების ღაზაში დატოვებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ ისრაელი არ გეგმავს ღაზას სექტორში ჯარისკაცების დატოვებას.

მისივე განცხადებით, ისრაელი ღაზაში ვერ დატოვებს ვერც მათ, ვინც იზიარებს „ჰამასის“ მიზნებსა და ტერორისტული ჯგუფის არსებობას, რომელიც პალესტინელ ბავშვებს ასწავლის, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს.

„უახლოეს მომავალში ისრაელი აიღებს საერთო სამხედრო პასუხისმგებლობას, მაგრამ იქ ასევე უნდა იყოს სამოქალაქო მთავრობა,“ – აცხადებს ნეთანიაჰუ.

ინფორმაციისთვის, 7 ოქტომბერს ისრაელს ტერორისტული ორგანიზაცია თავს მოულოდნელად დაესხა, რა დროსაც მოკლეს 1400-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

ისრაელი „ჰამასის“ საპასუხოდ ღაზას სექტორში საპასუხო სამხედრო მოქმედებებს ატარებს და აცხადებს, რომ „ჰამასის“ საბოლოო განადგურებამდე არ გაჩერდება.