დაბა ბაკურიანში მოსული უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა ბაკურიანში მოსული უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ ავრცელებს.

„მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. საჭიროების შემთხვევაში ბორჯომის მერიისა და სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.