„ჰამასი“: ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 13 000-ს გადააჭარბა, აქედან 5500-ზე მეტი ბავშვია და 3500 ქალი

„ჰამასი“:  ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ, 7 ოქტომბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ, 13000-ს მიაღწია. მათი მტკიცებით, დაღუპულთა შორის 5500-ზე მეტი ბავშვია და 3500 ქალი. დაშავებულთა რაოდენობა კი 30 000-ს აღემატება. ამის შესახებ The Times Of Israel წერს.

„ჰამასის“ მიერ მოწოდებული ციფრები შეუძლებელია დამოუკიდებლად გადამოწმდეს. ამასთან, ისინი არ განასხვავებენ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს და პალესტინის მხრიდან რაკეტების წარუმატებელი გაშვების შედეგად დაღუპულებს.