კახა კალაძე – ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის სახით

2025 წლამდე ჩემს ქალაქს და თბილისელებს ვემსახურები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძე - ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის სახით
კალაძეს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კახა კალაძე განიხილება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დასასრულებელია დედაქალაქში მიმდინარე არაერთი რეფორმა და პროექტი.

„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი. უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.