„სიონისტური რეჟიმი აუცილებლად წააგებს ამ ომში“ – ირანის რევოლუციური გვარდიის ყოფილი მეთაური

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, ახალი ომის ფრონტები გაიხსნას ისრაელის წინააღმდეგ, თუ ისრაელი განაგრძობს შეტევას ღაზაში.

„სიონისტური რეჟიმი აუცილებლად წააგებს ამ ომში“, – აცხადებს მოჰსენ რეზა.

მისი თქმით, მას სჯერა, რომ ომი გამოიწვევს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაცემას.

„მომავალ წლებში ჩვენ ვიქნებით სიონისტური რეჟიმის დამხობის მოწმენი. რაც უფრო ღრმად შევა ისრაელი ღაზაში, მით უფრო ღრმად ჩაიძირება ჭაობში“, – დასძენს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ყოფილი ხელმძღვანელი.