“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში კრემაციის თაობაზე ცვლილებები დააინიცირა.
როგორც სამნიძე ამბობს, ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, განაგოს თავისი სხეული სიკვდილის შემდეგ:
“მას შემდეგ, რაც გავეცანი საკითხს, გადავწყვიტე პარლამენტისთვის კანონში ცვლილებების თაობაზე მიმემართა. ვისაც სურს, სიკვდილის შემდეგ კრემაციას მიმართოს, მას ამის საშუალება უნდა ჰქონდეს – ეს ეხება ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას, განაგოს თავისი სხეული სიკვდილის შემდეგ”, – განაცხადა ხათუნამ.
“კანონპროქტის მიღება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონში ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ არ არსებობს ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ. ხოლო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი”, – წერია განმარტებით ბარათში.