აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში იმყოფება

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა და მას თან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე თემურ აჰიბა ახლავს.

„ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში გაიმართება“, – ნათქვამია  აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.