„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა

ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს. სწორედ ამიტომ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.

საოპერაციო ცენტრი ჯივიპის ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის იმისათვის, რომ წყალმომარაგების სერვისი გაუმჯობესდეს.