კიდევ ერთი უკრო-ექსპერტი დასავლეთს აბრალებს კიევის რეჟიმის სამხედრო მარცხს, მაგრამ ამ მარცხს აღიარებს

ფრონტებზე არსებული ვითარება უკრაინაზე დამოკიდებული არ არის. დღეისათვის მხარეებს შორის მიღწეულია პარიტეტი. ომში ჩართულ არც ერთ მხარეს არ აქვს სამხედრო პოტენციალი და საშუალება განახორციელოს წარმატებული შეტევა. სამწუხაროდ, ოპერატიული მიმართულებების უდიდეს ნაწილში ინიციატივა მტერს აქვს და ისინი უკრაინულ მხარეს თავს ახვევენ პოზიციურ ომს. ეს ისაა, რაც აწყობს რუსეთის ფედერაციას. უნდა ითქვას, რომ რუსებმა ამის გაკეთება გარკვეულ მონაკვეთებზე ეფექტურად შეძლეს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ახერხებს უკრაინული ჯარი ფრონტის ხაზებზე სერიოზული შედეგის ჩვენებას, ამ კითხვის ადრესატი უკრაინაზე მეტად ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან. ასეთი ვითარება იმის გამოა ჩამოყალიბებული, რომ ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს არ ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის ომსა და ამ ომში უკრაინის გამარჯვებას მსოფლიოში ახალი წესრიგის შექმნასა მშენებლობაში.

დასავლელ პარტნიორებს ძირითადად ესმით, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს ამ ომში გამარჯვებისა და უკრაინის დამარცხების საშუალება. მაგრამ, როცა საკითხი ეხება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემას, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროში სწრაფად მიწოდებას.

ეს კი ისაა, რაც დღეისათვის არ სრულდება ჩვენი პარტნიორების მიერ. ამიტომაცაა, რომ უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ის სიტუაციაა, რასაც ვხედავთ. მართალია, სამხედრო ტექნიკას უკრაინა ლამის ყოველ დღე თუ არა, კვირაში ორჯერ ან სამჯერ იღებს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა-რუსეთის დღევანდელი ომი თავისი მასშტაბებით, საბრძოლო ტექნიკის ხარჯვის თვალსაზრისით, პირველი მსოფლიო ომის მასშტაბებს უტოლდება.

დღისათვის, თითქმის ორწლიანი ომში არტილერიას გახარჯული აქვს მილიონობით სამხედრო მასალა. თან ორივე მხრიდან. გენერალი ზალუჟნი წელს იანვარში მიცემულ ინტერვიუში ამბობდა რომ უკრაინას სჭირდება 300 ტანკი, 500 საარტილერიო დანადგარი, 700 ბრონირებული მანქანები. ამ მოცულობის ტექნიკა უკრაინამ მიიღო, მაგრამ, 9-თვიან ინტერვალში.

უკრაინას არ აქვს საკმარისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ჰაერსაწინააღმდეგო კარგი გერმანული სისტემა „ირის-ტე“ უკრაინას მხოლოდ სამი აქვს. ნორვეგიულ-ამერიკული „ნასამსის“ სისტემა გვაქვს, მაგრამ, არასაკმარისი. ქვეყნის ფართობი დიდი გვაქვს. წლის ბოლომდე უკრაინა გერმანულ კიდევ 2 სისტემას მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც ახლა კიევში იმყოფება, თქვა.

რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინა- რუსეთის ომი, ამ კითხვის ადრესატი თეთრი სახლია. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თეთრ სახლში იციან. რატომ? იმიტომ რომ თუ ხვალ უკრაინას ყველა იმ ტექნიკას მიაწვდიან, რაც საჭიროა ოკუპანტების დასამარცხებლად, უკრაინას შეუძლია რამდენიმე თვეში ომის რუსეთის დამარცხება. ეს ეხება ტერიტორიების გათავისუფლებასაც და უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის განადგურებას.

აღნიშნა ქართული სოროსული სააგენტოს “ინტრპრესნიუსის” კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა.

როგორც ვხედავთ, უკრაინაში ვერაფერი ისწავლეს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ – სამხედრო წარუმატებლობა აშკარაა. მათ ამ ფაქტიდან სწორი დასკვნები ვერ გამოიტანეს, ამერიკა ძველებურად უძლეველი ჰგონიათ და ვერ ხვდებიან, რატომ არ აწვდის დასავლეთი უკრაინას შეიარაღებებს ერთბაშად (იმიტომ არ აწვდის, რომ რუსეთმა ერთბაშადვე არ გაუნადგუროს ეს ტექნიკა).