BBC: ეგზიტპოლის მონაცემებით, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ ლიდერობს

ეგზიტპოლის მონაცემებით, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, „თავისუფლების პარტია“ პარლამენტში 35 მანდატს მიიღებს, მემარცხენე-მწვანეებისა და ლეიბორისტების კოალიცია – 26 მანდატს, ხოლო სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის – 23 მანდატს.