პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა

პუტინმა “რუსეთ-საქართველოს კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობის გაღრმავებისთვის” საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა.

პუტინის ბრძანება რუსეთის ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.

ჯილდო ა.ს.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული მუზეუმის ხელმძღვანელს ინესა ბეზირგანოვას და ჟურნალ “რუსული კლუბის” მთავარი რედაქტორის მოადგილეს, ვლადიმერ გოლოვინს გადაეცა.