მიხეილ სააკაშვილი – მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას, ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“

მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის ასევე იწონებს კონცეფციას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.

„მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა.

რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს.

„გამარჯვების კოალიციამ“ უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა – თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ.

ამიტომ, ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს““, – წერს სააკაშვილი.