ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TT Warsaw მონაწილეობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობას იღებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 15-მდე ქართული ტურისტული კომპანია.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.
TT Warsaw 2023-ში 50 ქვეყნის 247 კომპანია მონაწილეობს.